ქართველი მამაკაცი, რომელსაც ფილადელფიაში 11 იანვრის შემდეგ ეძებდნენ, გარდაცვლილი ნახეს. ის 35 წლის ზუგდიდელ თორნიკე კვარაცხელიაა.
მეგობრები მამაკაცს 11 იანვრიდან ეძებდნენ. არსებული ინფორმაციით, კვარაცხელია ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა. სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.