დღეს, 8 დეკემბერს, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.
ჯგუფის წევრების განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა საარჩევნო ადმინისტრაციის თემას დაეთმობა, რასთან დაკავშირებითაც თითოეული პარტია საკუთარ წინადადებას წარადგენს.
შეხვედრას საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. კონსულტაციების მორიგი რაუნდი წინა შეხვედრების მსგავსად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართება.
წინა კვირის შეხვედრა საარჩევნო სიებს, კერძოდ, ამომრჩეველთა რეგისტრაციის საკითხს დაეთმო.
შეგახსენებთ, რომ სააჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე ხელისუფლებსა და ოპოზიციას შორის კონსულტაციები უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს. მასში მმართველი პარტია და ოპოზიციური ე.წ. "დიდი რვიანი" მონაწილეობენ.