აშშ ასტანასა და ლისაბონში გამართული სამიტების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობების "მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას" ელოდება.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, შეერთებული შტატები და მოსკოვი თანამშრომლობას ხუთ ძირითად საკითხთან დაკავშირებით აპირებენ.
"ესენია: ავღანეთის საკითხი, ასევე პირატობისა და მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ბრძოლა და ბუნებრივი კატასტროფების წინააღმდეგ ერთობლივი ქმედებები", - დასძინა მან.
ამასთან, გორდონმა ისიც განმარტა, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობაში პირველი რიგის შეუთანხმებელი საკითხი სწორედ საქართველოს შეეხება.