თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის სურვილის მიუხედავად, ის დღევანდელ სხდომას ვერც ფიზიკურად და ვერც დისტანციურად დაესწრება. კლინიკა ვივა მედის ადმინისტრაცია, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაადგილების ნებართვას არ გასცემს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოწმეების გამოკითხვა გაგრძელდება. ერთ-ერთი, ვინც მოსამართლის კითხვებს უპასუხებს, კალიფორნიელი ექიმი შაჰინ ლახანია.
როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში აქცია გაიმართება.