თერჯოლაში მკვლელობა მოხდა. სოფელ გოდოგანში ცოლ-ქმარი მოკლული იპოვეს. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია დანაშაულის იარაღი, რომელიც გარდაცვლილ მამაკაცს ეკუთვნის
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.