თბილისში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული შსს-ის თანამშრომელია.
ფორმულას ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი ადამიანი, რომელიც შსს-ს ყოფილი თანამშრომელია.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.