ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მოქალაქე მოკლეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 42 წლის კაცი მეგობარი ქალის ყოფილმა მეუღლემ, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. მკვლელობა ბრუკლინში, მანქანების ავტოსადგომზე მოხდა, სადაც მანამდე ქალსა და მის 47 წლის ყოფილ ქმარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
პოლიციის თქმით, საქართველოს მოქალაქეს ჭრილობები ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით მიაყენეს - საუბრობენ 6 გასროლაზე. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ჯერ ჩხუბის ხმა გაიგეს, შემდეგ კი ქალის, რომელიც 911-ის [112-ის ანალოგი] გამოძახებას ითხოვდა. საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ამერიკული მედიის ცნობით, თავდამსხმელი პოლიციამ უკვე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი კაცის მანქანაში იპოვეს.
ფორმულა მეტი დეტალის გასარკვევად საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა და უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ