ბელგიის პოლიციამ ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა. ეს ინფორმაცია ბელგიაში საქართველოს საკონსულოს რამდენიმე წუთის წინ შეატყობინეს. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია დაღუპულის დედაც.
"ბელგიაში საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან. განხორციელდება ყველა საჭირო პროცედურა" - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად 5 იანვარს გავრცელდა, თუმცა ოფიციალურად ამ დრომდე არ დასტურდებოდა.