ქუთაისში ორი მანქანის გაქურდვის საქმეზე არასრულწლოვანია მხილებული. შემთხვევა შარტავას ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ წაღებულია აკუმულატორები და მანქანის სხვა ნაწილები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.