სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის, დავით სუხიშვილის ცნობით, ბათუმის რესტორან ვოქსში ხანძარი ლიკვიდირებულია - მისი თქმით, ადგილზე მობილიზებული იყო 10 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.
სუხიშვილის განცხადებით, ხანძრის ქრობას ხელს უშლიდა ძლიერი ქარი, თუმცა მოხერხდა, რომ ის კორპუსის სხვა სართულებზე არსებულ საცხოვრებელ ბინებზე არ გავრცელებულიყო. ამასთან, როგორც ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა აღნიშნა, მოქალაქეების ევაკუაცია დროულად განხორციელდა და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
რესტორანში ხანძარი ღამის 12 საათისთვის განჩდა. როგორც ცნობილია, ადგილზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და ობიექტი არ ფუნქციონირებდა.