ალტ-ინფოსა და კონსერვატიული პარტიის წევრი, ზურა მახარაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
მახარაძის განცხადებით, მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებენ. მისი თქმით, საუბარია პირად და ინტიმურ მიმოწერაზე. ის მხარდამჭერებს ბოდიშს უხდის შეცდომების და არასწორი საქციელის გამო. სწორედ ამით ხსნის მახარაძე იმას, რომ პოლიტიკისგან დისტანცირდა, თუმცა, როგორც ის ამბობს, რჩება იმ პოზიციაზე, რა პოზიციაც ყოველთვის ჰქონდა და ალტ-ინფოსა და კონსერვატიულ პარტიას ყველა ბრძოლაში გაყოლას ჰპირდება.
"ჩემი შეცდომების და არასწორი საქციელების გამო, და ჩემი პირადი თვისებების გამო, მე ვერ აღმოვჩნდი ისეთი ადამიანი, რომელიც შეძლებდა, ამ პოლიტიკური პოზიციისთვის და საქმისთვის ყოფილიყო ლიდერი და სახე", - ამბობს მახარაძე.
ზურა მახარაძე ერთ-ერთია, ვინც 5 ივლისს მოქალაქეებს ძალადობისკენ მოუწოდებდა და თავადაც ძალადობდა.