მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურადაც არ ჩართეს - "პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველყოს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა" - წაიკითხა მოსამართლე გიორგი არევაძემ პენიტენციური სამსახურიდან მიღებული წერილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის სასჯელის გადავადების, ან გაუქმების შუამდგომლობაზე მსჯელობა მიმდინარეობს.
პენიტენციურის წარმომადგენელი სხდომის გადადების შუამდგომლობას აყენებს და მიზეზად სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლას ასახელებს - "გონივრული ვადა გვესაჭიროება და ეს გონივრული ვადა ერთი თვეა" - განაცხადა პროცესზე პენიტენციურის წარმომადგენელმა.