თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი გაიმართება.
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას დისტანციურ რეჟიმში უნდა დაესწროს.
"დავაყენებთ შუამდგომლობას ზოგადად, რატომ უნდა მოხდეს მისი სასჯელისგან გათავისუფლება ან სასჯელის გადავადება და დაიწყება ექსპერტების დაკითხვაც. დაიკითხება ორი ექსპერტი. წესით დისტანციურად უნდა ჩართონ, მოსამართლემ ამის დავალება გასცა პენიტენციურ სამსახურს. მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო გაიზიარებს ჩვენ პოზიციას - ან გაათავისუფლებს, ან გადაუვადებს დანიშნული სასჯელის მოხდას“, - აცხადებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.