„ტვ პირველი“ ტელეწამყვან მაია მამულაშვილის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს მას შემდეგ გაასაჩივრებს, რაც დასაბუთებული ნაწილი უფლებადამცველებს ჩაბარდებათ.
ადვოკატი მარი კაპანაძე ამბობს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა.
უფლებადამცველის თქმით, „ტვ პირველი“ ამ საქმეს ბოლომდე ჩაჰყვება და ევროსასამართლომდეც მივა.
„სასამართლოს არ ჰქონდა ამ საქმეშია არანაირი სამართლებრივი საფუძველი, დაეკმაყოფილებინა ეს სარჩელი და მან ფაქტობრივად უგულებელყო ჩვენი მქომედი კანონმდებლობა, ადამიანის უფლებათა აევროპული პრაქტიკა, არ გაითვალისწინა გამოხატვის თავისუფლებასთაან დაკავშირებით ის რისკები, რომელიც მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებას ახლავს თან და ისე დააკმაყოფილა სარჩელი, რაც პირდაპირი მესიჯია სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რომ ისინი უნდა გაჩუმდნენ. მათ არ უნდა ისაუბრონ ხელისუფლებაზე, არ უნდა გააკრიტიკონ ისინი. ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, გასაჩივრდება. ჩვენ გავყვებით ამ საქმეს ბოლომდე და დიდი ალბათობით, ევროსასამართლოშიც ვიხილავთ ამ საქმეს“, - ამბობს ადვოკატი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა კახა კალაძის სარჩელი ტელეკომპანია „პირველისა“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ და მოპასუხეებს სოლიდარულად 15 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.
ამასთანავე, სასამართლოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანიამ უნდა უარყოს კალაძის 20 ივნისს კალაძემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით ცილისმწამებლური ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
2022 წლის 20 ივნისს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიმართა საქალაქო სასამართლოს სარჩელით ცილისმწამებულური ინფორმაციის უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. საქმე ეხება 2022 წლის 5 ივნისს „ტვ პირველის“ ეთერში მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემას, სადაც ჟურნალისტმა გააკეთა განცხადება, რომ კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი ლარი მიიღო.