საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან 30 სექტემბრამდე, რეგისტრირებულია გაუპატიურების 137 შემთხვევა.
ამავე სტატისტიკით, მიმდინარე წლის 9 თვეში ამ დანაშაულის მაჩვენებელი 3 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2021 წლის 9 თვეში რეგისტირებულია გაუპატიურების 133 შემთხვევა.
რაც შეეხება დანაშაულის გახსნის მაჩვენებელს, მიმდინარე წლის 9 თვეში გაპუატიურების 137 შემთხვევიდან, გახნსილია 90 შემთხვევა(65.69%), გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ჩადენილი დანაშაულის 51,13 პროცენტი.