თერჯოლაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა მაღაზიაში მყოფ ყოფილ მეუღლეს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მამაკაცი ამჟამად კლინიკაში იმყოფება, რადგან შემთხვევის შედეგად დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყებაში განმარტავენ, რომ ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ასევე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.