სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში ცხენების უკანონო სასაკლაო აღმოაჩინა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, უკანონო სასაკლაო სოფელ ვაშლოვანში, ადგილობრივის, გოგა ბაქუზანოვის ეზოში კუსტარულად იყო მოწყობილი.
სამართალდამრღვევს 1000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. საქმე, შემდეგი მოკვლევის მიზნით, სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნა.