სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, შპს ლიდერს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.
მათი ცნობით, ნიმუშებში ცხენისა და ვირის დნმ კვლავ გამოვლინდა.
"სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა შპს ლიდერს (გლდანის ა/მიკრორაიონი, 48-ე კორპუსის მიმდებარედ) საწარმოო პროცესი შეუჩერა და დააჯარიმა. 16 ნოემბერს, განმეორებითი კვლევისთვის აღებულ ხორცპროდუქტების ნიმუშებში ცხენისა და ვირის დნმ-ი კვლავ გამოვლინდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დამატებითი მოკვლევა გრძელდება. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სურსათის ნიმუშების აღებასა და კვლევას სხვადასხვა პარამეტრზე", - ნათქვამია განცხადებაში.