თბილისში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. პოლიციამ სავარაუდო მკვლელი უკვე დააკავა, ეჭვმიტანილი მოკლულის მეგობარი მამაკაცია.
გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
თვითმხილველები ამბობენ, რომ შემთხვევამდე, წყვილს შორის მოხდა ჩხუბი.
ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.