26 წლის კაცს 74 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობას ედავებიან - შემთხვევა ქარელის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
სავარაუდო დამნაშავეს სამართალდამცველები ორი კვირა ეძებდნენ. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ კი სასამართლომ დღეს იმსჯელა. პროცესი ხაშურში გაიმართა. მოსამართლე მევლუდ ხათაშვილმა დაკავებული 2-თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ის ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
ადვოკატი ნაირა გიგიტაშვილი ამბობს, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ დევს.
წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბრს ჩაინიშნა.
ცნობისთვის, საქმეზე გამოძიება 19 137-ე და 160-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას და კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეღწევას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება.