ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორის, მედიაომბუდსმენ ნათია კაპანაძის, სარჩელი, რომელიც ბორდის მხრიდან მისთვის უნდობლობის გამოცხადების გადაწყვეტილებისა და დავის მიმდინარეობისას კონკურსის შედეგების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა.
TV 25-ის ინფორმაციით, 2016 წელს, ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე, ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის საკითხი ბორდის მაშინდელმა წევრებმა, ირაკლი დარცმელიძემ და გიგა ჩხარტიშვილმა, დაყენეს.
არასამტავრობო სექტორი დღეს სააპელაციო სასამართლოების მიერ მიღებულ ორ გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც ,,მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, პატიმრობაში დატოვეს, ხოლო ნათია კაპანაძის სარჩელი არ დააკმაყოფილეს.