თელავის რაიონულმა სასამართლო დის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა მოსამართლე დაერწმუნებინა, რომ ბრალდებულის ქმედება გაუფრთხილებლობამ გამოიწვია. თუმცა მოსამართლემ მისი შუამდგომლობა, გირაოს შესახებ არ დააკმაყოფილა.
34 წლის ქალი წნორში ორი ძმის ჩხუბს შეეწირა. მამაკაცების კონფლიქტი მანქანაში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა აგრესია ქალზე გადაიტანა. ჩხუბში მონაწილე არცერთ ძმას არ ახსოვს რა ვითარებაში გარდაიცვალა 34 წლის ქალი, რომელიც ძმების გაშველებას ცდილობდა.