სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა პოლონეთში ქალაქ პოზნანთან ახლოს მომხდარ ავტოკატასტროფაში.
პოლონური მედიის ცნობით, ავტობუსი, რომელშიც 8 ადამიანი იმყოფებოდა, სატვირთო მანქანას შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმედ შეფასდა.
მეხანძრე-მაშველების თქმით, დაღუპულები, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები, პოლიცია და ვერტმფრენი იყო მობილიზებული.