თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე სავარაუდოდ, ხელყუმბარის აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიჭრა. ლაღიძის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ძლიერი აფეთქების ხმა ხალხმა 11 საათზე გაიგეს. მათივე თქმით, აფეთქებას წინ ხმაური და ახალგაზრდებს შორის ჩხუბის ხმა უძღოდა.
დაშავებულია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს, სავარაუდოდ, თვალი აქვს დაზიანებული.
აფეთქება იმდენად დიდი იყო, რომ ადგილობრივებმა სახლები დატოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 19-109 -ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) დაიწყო.
მომხდარზე დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.