თბილისში, ქუთათელაძისა და ლაღიძის ქუჩის კუთხეში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქუჩაში სავარაუდოდ, ხელყუმბარა აფეთქდა, დაშავებულია ერთი პირი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 19-109 -ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) დაიწყო.