ბათუმში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ის კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს.
შემთხვევა ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში მყოფს ცეცხლსასროლი იარაღიდან მანქანიდან ესროლეს. სროლის დროს ჩაიმსხვრა მინები, დაშავდა კიდევ 2 ადამიანი. მათ ექიმების დახმარება დასჭირდათ.
"დავინახე, რომ მანქანიდან არ იყო სროლა. იყო კაცი წითლებში ჩაცმული და ჩაცხრილა რესტორნის მარცხენა მხარე. როგორც ვიცი თურქი იყო. ჩვენს რესტორანთან ახლოს მანქანა ელოდებოდა, როგორც ვიცი ჩაჯდა და გაიქცა. როგორც ვიცი, შიგნით ჰყავდა ინფორმატორი, რესტორნიდან რაც გავიგე და აწვდიდნენ ინფორმაციას გარეთ. კონკრეტული პირისკენ იყო აშკარად მიმართული, რადგან რესტორნის მხოლოდ ერთ კუთხეში იყო გასროლა",- ამბობენ ადგილობრივები.
ინციდენტის შედეგად, ჩამსხვრეული მინისგან დაზიანებები სამმა პირმა მიიღო, ისინი კლინიკებიდაან მალევე გაწერეს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ბულვარის შესასვლელთან ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. როგორც ადგილზე განაცხადეს, მანამდე რესტორანთან ხმაური იყო. რა გახდა მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.