კიევის ბორისპოლის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დროებით, საგამოძიებო მოქმედებისთვის გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად იუსტიციის სამინისტროს უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება.
უკრაინელი უფლებადამცველი, ვადიმ ზავორიტნი, განმარტავს, რა პროცედურებია გასავლელი, რათა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კიევში საგამოძიებო ქმედებების ჩასატარებლად.
უკრაინის იუსტიციის სამინისტრო ბორისპოლის სასამართლოს გადაწყვეტილებას მოკლე დროში გადმოუგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. ამის შემდგომ უკვე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას.
ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო კანონმდებლობით. ამის შემდეგ უნდა მოხდეს პატიმრის დაბრუნება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, საიდანაც ის გადასცეს. - განაცხადა ვადიმ ზავორიტნიმ.