ბათუმში - ანგისის ქუჩაზე მრავალსართულიანი მშენებარე კორპუსიდან ხელოსანი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცი მე-14 სართულიდან გადმოვარდა. მათი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა დაუდევრობას. მამაკაცი კერძო ბინაში სარემონტო სამუშაოებს ატარებდა.
იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები, არ არის ცნობილი. მშენებელი კომპანია კომენტარს არ აკეთებს.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და მერიის ზედამხედველობის სამსახურები. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.