პოლონეთში, ქალაქ სლუპსკში 26 წლის ჯანო სიჭინავა გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც ახლობლები აცხადებენ, ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
ჯანო სიჭინავა პოლონეთში დაახლოებით სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
მისი მშობლები სამშობლოში გარდაცვლილის დროულად გადმოსვენებას ითხოვენ.