დმანისის არქეოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი გოჩა კილაძე გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 3 ოქტომბერს მოხდა. ცხედარი ცენტრის ტერიტორიაზე დღის საათებში ადგილობრივებმა ნახეს.
გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
არქეოლოგი გოჩა კილაძე თითქმის 20 წლის განმავლობაში ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი იყო. ის მონაწილეობდა გათხრებში, რომლის დროსაც 1.8 მილიონი წლის წინანდელი ჰომო ერექტუსის თავის ქალები იპოვეს.