პროკურატურამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო იურიდიული პირის „ბათუმის სპორტული ცენტრი“-ს და „ბათუმის ავტოდრომი“-ს ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ, ბრალდებულმა მეუღლის მიმართ სხვადასხვა დროს ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, (სამი ეპიზოდი)) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.