ოსმა სეპარატისტებმა ცხინვალში 2008 წლის აგვისტოში საქართველო-რუსეთის ომის დროს დაღუპული დონის როსტოველი კაზაკების ხსოვნის პატივსაცემად მემორიალური დაფა გახსნეს.
სეპარატისტების ინფორმაციით, მემორიალურ დაფაზე ექვსი კაზაკის სახელი და გვარია დატანილი და აწერია - "სამარადჟამო ხსოვნა დონის როსტოველ მეომრებს, რომლებიც ცხინვალის დაცვისას დაიღუპნენ".
სეპარატისტები ასევე იუწყებიან, რომ ერთ-ერთ კაზაკი ბოევიკის სახელს ცხინვალის ქუჩასაც დაარქმევენ.
აღსანიშნავია, რომ სეპარატისტულ აფხაზეთშიც არსებობს ქუჩები, რომლებსაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს დაღუპულ კაზაკთა სახელები აქვთ მინიჭებული.
მასალის გამოყენების პირობები