ქართული მანდარინის გასაღების ბაზარი იზრდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, რეგიონში მოწეული ციტრუსი წელს უკრაინის, ბელარუსის, მოლდოვისა და სომხეთის ბაზრების გარდა, გასაყიდად აზერბაიჯანში, თურქმენეთსა და ყაზახეთშიც გავა.
ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ ციტრუსზე მოთხოვნა გასულ წლებთან შედარებით კიდევ უფრო გაიზარდა, ამიტომ უწყება მოსახლეობას მოსავლის დროულად აღებას ურჩევს.
მანდარინის აქტიური გასაღების პერიოდი მხოლოდ 27 დეკემბრამდე გაგრძელდება.
რაც შეეხება ციტრუსის მოსავალს, წელს აჭარაში სულ 105 ათას ტონა მანდარინს ელოდებიან; 80 ათას ტონას საექსპორტოდ გაიტანენ.