მუხიანში, საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი 20 და 21 წლის ასაკის იყვნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.