ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში სპეცოპერაცია დასრულდა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია შეიარაღებული პირი და ყველა მძევალი გათავისუფლდა.
ადგილზე მთელი დღის განმავლობაში საპოლიციო ღონისძიებები მიმდინარეობდა.
ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების აქტივობა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. მათ შენობიდან მძევლები გამოიყვანეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელს 12 მძევალი ჰყავდა აყვანილი. ის ორ მილიონ დოლართან ერთად, ვერტმფრენს, ანკესსა და რუსეთის დროშას ითხოვდა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აფეთქებით იმუქრებოდა.