ქუთაისში, საქართველოს ბანკში შეჭრილი ამბობს, რომ შენობა დანაღმულია.
მას მძევლები ყავს აყვანილი და $2 მილიონს ითხოვს. სამართალდამცველებს მან ამისთვის დრო 15:00 საათამდე მისცა.
მოთხოვნა მან ერთ-ერთი მძევლის ფეისბუქ ლაივ-ვიდეოში გაახმოვანა.
ვიდეოში ის მიუთითებს ასაფეთქებელ მოწყობილობაზე, რომელიც, სავარაუდოდ, ოთახის ერთ-ერთ კედელზე აქვს მიმაგრებული.
თავდამსხმელს აცვია სამხედრო ფორმა და ნიღაბი უკეთია.