საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 27 ოქტომბრამდე გადაიდო.
დღეს სხდომა ე.წ. პიჯაკების საქმეზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დასწრება ვერ შეძლო.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 3 თვეზე მეტია კლინიკა "ვივა მედშია" გადაყვანილი. მიუხედავად მკურნალობის კურსისა ადვოკატები და ოჯახი ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება.