„პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმის ზრდა მოსახლეობის ძარცვაა.
მისი თქმით, 7 სექტემბრიდან პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა, 10 ლარის ნაცვლად, 50 ლარს შეადგენს. პარკირების ამ კაბალური წესების დაცვა კი ფაქტობრივად შეუძლებელია.
„გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის მხოლოდ 8 თვეში დაჯარიმებულთა რიცხვი 2021 წელთან შედარებით გაზრდილია დაახლოებით 30 %-ით.
დასკვნა: ოცნებამ 2021 წელს გააყალბა და გაინაღდა არჩევნები და ახლა გაახუთმაგა ხალხის პარსვა.
შევახსენებ მოსახლეობას, რომ თბილისის მერიამ თითო ლურჯი ავტობუსი 250 000 ევროდ შეიძინა, მაშინ, როცა სხვადასხვა ქვეყნებმა იგივე ავტობუსი 170 000 -180 000 ევროდ შეიძინეს. კალაძეს ამ კითხვებზე პასუხი არ გაუცია.
ყველა კვლევა გვიჩვენებს, რომ „რუსული ოცნება“ ხალხის მხარდაჭერას კარგავს და ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია. ყველა შესაძლო კორუფციული გარიგება იქნება შესწავლილი დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის მიერ და დამტკიცების შემდეგ, მოპარული თანხა მიმართული იქნება საქართველოს ბიუჯეტში!“, - ამბობს ოქრიაშვილი.