ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის გოგა გზირიშვილის სასჯელის ვადა ცნობილია, ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ბრალდებულის უფლებადამცველის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის ჩადენის მომენტში არაადეკვატური იყო და მომხდარს ვერ აცნობიერებდა. ორსულ ქალს ცივი იარაღით 30 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
2021 წლის 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს - ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 30 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.