სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება წელს 8 მილიონ 922 ათასით მცირდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 2009 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განხილვისას განაცხადა.
თუმცა, მისი თქმით, შემცირება არ ხდება რომელიმე პროგრამის ხარჯზე და ეს შემცირება ძირითადად რთველისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილშია.
კერძოდ, ამ პროგრამისთვის საკმაოდ დიდი თანხა იყო გამოყოფილი, საიადანაც 7 მილიიონ 170 ათასი ლარი არ გაიხარჯა იმიტომ, რომ რთველი ფინანსურად საკმაოდ ეფექტურად ჩატარდა.