თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმის განხილვა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.
სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ გადაწყვეტილება კლინიკა "ვივამედის" მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის საფუძველზე მიიღო და განმარტა, რომ სააკაშვილს არ შეეძლო საკუთარ პროცესზე დასწრება.
სასამართლომ კიდევ ორი ბრალდებულის, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილისთვის შეფარდებული პატიმრობა გადაისინჯა და ორივე პატიმრობაში დატოვა. შემდეგი პროცესი 9 ნოემბერს ჩაინიშნა.