დღეს, 12 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ძმების, დავით და გურამ კაკულიების საქმეზე საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება.
ძმები კაკულიები სამართალდამცველებმა 30 მაისს ორთაჭალაში დააკავეს.
პროკურატურამ დაკავებულებს ბრალდება რამდენიმე მუხლით წარუდგინა. კერძოდ, მათ ბრალად ედებათ განზრახ მკვლელობის მცდელობა, საზღვრის უკანონო კვეთა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.
არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, ძმები კაკულიები 2021 წლის 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს უკავშირდებოდნენ.
გურამ და დავით კაკულიები ბრალს არ აღიარებენ.