სეპარატისტულ აფხაზეთში უახლოეს მომავალში რუსეთის მიერ გამოყოფილი სახსრებით რკინიგზის აღდგენა დაიწყება. ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან გამართულ თათბირზე აფხაზეთის ე. წ. ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა გააკეთა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, თათბირზე განიხილებოდა საკითხები, რომლებიც რუსეთის მიერ გამოყოფილი სახსრებით აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური აღდგენის კომპლექსური გეგმის საკითხების შესრულებას ეხებოდა.
"რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენისთვის გამოყოფილ თანხას, შესაბამისი შეთანხმება უკვე ხელმოწერილია და უახლოეს მომავალში პროექტის განხორციელება დაიწყება", _ განაცხადა ოზგანმა.