კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში საფლავები გაქურდეს - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, mozaikanews ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მოპარულია საფლავის ქვები.
გამოცემის ინფორმაციით, მოსახლეობა პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს და გახშირებულ ქურდობის ფაქტებზე სამართალდამცავებს რეაგირებისკენ მოუწოდებს. ისინი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.