სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება 24 აგვისტოს დაიწყო.
სსკ-ის 154-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
24 აგვისტოს, ტელეკომპანია "ფორმულის" გადამღებ ჯგუფთან მუშაობის პროცესში უცნობი პირი დანით მივიდა და ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. ვიდეოში ისმის, რომ ის დანით იმუქრება.
"მე ვარ გარეთ ერთადერთი კანონიერი ქურდი. ბადრი, ჩელენჯს გიცხადებ. მოდი, შევხვდეთ, როცა გინდა, სადაც გინდა", - ყვიროდა მოქალაქე.