21 ნოემბერს, 12:00 საათზე, დიღომში ჰიპერმარკეტ გუდვილის კონდიტერთა კულინარული ნაწარმის გამოფენა-დეგუსტაციას ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი გახსნის. მინისტრი სავაჭრო ქსელს მენეჯმენტისა და ხარისხის საერთაშორისო ISO 9001:2008 HACCP სერთიფიკატს გადასცემს.
ქართულ სავაჭრო ქსელებს შორის გუდვილი პირველი მიიღებს ასეთი მაღალი კატეგორიის სერტიფიკატს, რომლის აუდიტი გერმანულმა ჰოლდინგმა TUV_SUD -მა განახორციელა.
სერტიფიკატის გადაცემის შემდეგ მინისტრი გამოფენა-დეგუსტაციას დაესწრება. ერთდღიანი აქცია 16:00 საათამდე გასტანს. მასში მონაწილეობის მიღება და ტკბილეულის ფართო ასორტიმენტის დაგემოვნება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
„აქციის მიზანი ქართული წარმოების პოპულარიზაცია და ხელშეწყობაა. დღეს გუდვილისვე მაგალითზე თამამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ქართული წარმოების პროდუქტი არაფრით ჩამოუვარდება იმპორტირებულ იდენტურ პროდუქციას. კომპანია "გუდვილი" რამდენიმე წელია მომხმარებელს პროფესიონალ კონდიტერთა პრემიუმ ხარისხის ნაწარმს სთავაზობს. ამიტომ ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია იმ წარმატებებისა და KNOჭ HOჭ-ს მომხმარებლისთვის გაცნობა, რომელიც "გუდვილის" კონდიტერებმა 2008-2009 წლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიიღეს," - აცხადებს გუდვილის გენერალური დირექტორი ნუგზარ მაღულარია.
2005 წლიდან კომპანია "გუდვილის" კონდიტრები სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი კონკურსების გამარჯვებულები და პრიზიორები არიან. 21 ნოემბერს წარმოდგენილი იქნება მათ მიერ ფრანგული რეცეპტურით (ადაპტირებული ქართულ გემოვნებასთან) და იტალიური ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული როგორც ტორტებისა და ნამცხვრების ფართო ასორტიმენტი, ასევე შოკოლადის ART DÉCOღ-ი, რომლითაც "გუდვილი" ასე ამაყობს. გამოფენის დამთვალიერებლები სულ 70 სახეობის პროდუქტს დააგემოვნებენ.
რაც შეეხება ISO 9001:2008 HACCP სერთიფიკატს, ნუგზარ მაღულარიას განმარტებით, ესეთი მაღალი შეფასება „გუდვილს" პროდუქტისა და სერვისის გარანტირებული მაღალი ხარისხის გამო მიენიჭება.
"გუდვილი" პირველი საცალო სავაჭრო ობიექტია, რომელმაც ნებაყოფლობით დანერგა HACCP საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისი ინტეგრირებული სისტემა, რაც 2010 წლის ბოლოსთვის საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანებისთვის აუცილებელი მოთხოვნა იქნება. ეს სერტიფიკატი მომხმარებლისთვის წარმოადგენს კომპანიის მიერ წარმოებული და მიწოდებული პროდუქტის/მომსახურების მაღალი ხარისხისა და ჯანმრთელობისთვის უვნებლობის გარანტს" დასძინა მან.
„გუდვილი" პირველი ჰიპერმარკეტია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სრულიად განსხვავებული ფორმატით მუშაობს ამიერკავკასიის ბაზარზე. კომპანია 4 წელია არსებობს და მუდმივად ზრდის საქონლის ასორტიმენტს, აუმჯობესებს მომსახურებას, ნერგავს ახალ სტანდარტებს მომსახურებისა და ხარისხის სფეროში. "გუდვილში" 800 ადამიანია დასაქმებული.