ფოთის პორტისა და ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარების პროექტების პრეზენტაცია დღეს კიევში, უკრაინა-საქართველოს ეკონომიკურ ფორუმზე გაიმართა.
უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის ალექსეი კრევჩესკოს განცხადებით, აღნიშნული ძალიან საინტერესო პროექტია.
"უკრაიანა დაინტერესებულია ფოთის ინდუსტრიული ზონის პროექტით. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება თქვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ამ კუთხით ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდება", - განუცხადა კრევჩესკომ ქართველ ჟურნალისტებს.