დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტის სახმედრო დაზვერვამ ტრადიციისამებრ, უკრაინაში არსებული ვითარების თაობაზე განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნა.
დაზვერვის ანგარიშის თანახმად, ომის გაჩაღების დღიდან, უკრაინაში სულ მცირე 10 რუსი გენერალი დაიღუპა.
ამასთან, დაზვერვის ცნობით, ამავე პერიოდში, წარუმატებელი საქმიანობის გამო, რუსეთის არმიის 6 მეთაური დაკავებული პოზიციიდან გაათავისუფლეს.
"უკრაინაში შეჭრის დროს რუსეთის შეიარაღებული ძალების არაეფექტურობა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ძვირად დაუჯდა, 2022 წლის თებერვლიდან რუსეთის არმიის 6 მეთაური გაათავისუფლეს", - ნათქვამია ანგარიშში.
"კერძოდ, საუბარია აღმოსავლეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების მეთაურებზე - გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ ჩაიკოზე და გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ ჟურავლიოვზე. ჩაიკომ თანამდებობა 2022 წლის მაისში დატოვა, ჟურავლიოვი კი, რომელიც დასავლეთის სამხედრო ოლქს 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა, არ ესწრებოდა 31 ივლისს რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს. სავარაუდოდ, ის გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ კოჩეტკოვმა შეცვალა. გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი უკრაინაში მიმდინარე ოპერაციის მეთაური იყო, ხოლო გენერალ სუროვიკინმა სამხრეთის დაჯგუფება გენერალ გენადი ჟიდკოსგან გადაიბარა. ვითარებას ამწვავებს ისიც, რომ უკრაინაში დაიღუპა სულ მცირე 10 რუსი გენერალი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.