სროლა იყო კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში. წინასწარი ინფორმაციით, კლინიკაში მომუშავე ექიმმა საკუთარი კოლეგა დაჭრა, რომელსაც ახლა სამედიცინო ჩარევა უტარდება.
დაჭრილია დაწესებულების ხელმძღვანელი, გენერალური დირექტორი, დერმატო-ვენეროლოგი გიორგი გალდავა.
როგორც ცნობილია, თავდამსხმელმა კოლეგას ჭრილობები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით, ხელისა და მუცლის არეში მიაყენა.
მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები. არსებული ინფორმაციით თავადსხმის შემდეგ დამნაშავემ შემთხვევის ადგილი დატოვა.
გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს.
ინცინდენტის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.