გაეროს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი, 2017 წლის შემდეგ პირველი ბირთვული გამოცდისთვის ემზადება.
მათივე ცნობით, მიმდინარეობს მუშაობა ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ საცდელ ობიექტის პუნგე-რის (Punggye-ri) ოთხი გვირაბის აღდგენის მიზნით, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ფხენიანი ბირთვული იარაღის გამოსაცდელად ემზადება.
"პუნგე-რის ბირთვული საცდელ ობიექტზე სამუშოები გზას უხსნის დამატებით ბირთვულ ტესტებს ბირთვული იარაღის შესაქმნელად", - ნათქვამია გაეროს მოხსენებაში.
ანგარიშის თანახმად, სატელიტური მონაცემები ადასტურებს, რომ ფხენიანი გამალებულად ატარებს გვირაბების სარემონტო სამუშაოებს, ასევე აღადგენს ინფრასტრუქტურას, რომელიც 2018 წელს დაანგრიეს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების დროს.
დამკვირვებლების ვარაუდით, მას შემდეგ, რაც ბოლო თვეების განმავლობაში, ჩრდილოეთ კორეამ არაერთი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, ფხენიანი ბირთვული გამოცდის ჩასატარებლად ემზადება.
ივნისში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) ასევე დააფიქსირა აქტივობა პუნგერ-ის ობიექტზე, სადაც ჩრდილოეთ კორეამ 2006 წლიდან 2017 წლამდე ექვსი ბირთვული გამოცდა ჩაატარა.
ფხენიანის მიერ შესაძლო ბირთვული გამოცდის მზაობის შესახებ მარტში სამხრეთ კორეის დაზვერვაც იუწყებოდა.